top of page
სათესები წვრილი თესლებისთვის
სათესები მსხვილი თესლებისთვის

                                                           ზოგადი ინფორმაცია ჩვენს ზუსტ სათესებზე

 Terradonis-ის სათესები იდეალურია სათბურებში გამოსაყენებლად: გვაქვს ყველა პირობა მარტივი მანევრირებისა და მობილურობისთვის. მარტივად იცვლება თესვის რიგთაშორისი  მანძილი, ხოლო მწკრივში თესლთაშორისი/მცენარეთაშორისი მანძილი 15მმ-დან 1400მმ-მდე რეგულირდება. 

Terradonis-ის სათესების ადვილი ექსპლუატაციიდან, დაბალი ფასიდან და მაღალი სიზუსტიდან გამომდინარე მათ წარმატებით დაიმკვიდრეს ადგილი ამერიკაში, კანადაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

ჩვენი ზუსტი სათესების J-სერიის მოდელები გამოიყენება მცირე ბოსტნეულის თესლებისთვის (ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, ბოლოკი, სალათი და ა.შ.), ხოლო T-სერიის მოდელები უფრო მსხვილი თესლებისთვის, როგორიცაა სიმინდის ლობიო, სოიო ... თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 1, 3 ან 6 რიგიანი მექანიკური სათესი სტანდარტული და ასევე გაძლიერებული ვერსიით, 3,6,9 ან 12 რიგიანი მოტორიზირებული სათესი, ან მოტობლოკზე/ტრაქტორზე ჩასაბმელი ამორტიზირებული სათესი, თქვენი სპეციფიური საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე გთავაზობთ დამატებითი აქსესუარებისა და ნაწილების მთელ სპექტრს (გთხოვთ იხილოთ კატალოგი).

ზოგიერთი კულტურის ჩამონათვალი რომელიც შეგიძლიათ თესოთ ჩვენი მაღალი ხარისხის ზუსტი სათესებით:

ლობიო (მწვანე), ლობიო (მინდვრის), ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ნიახური, ვარდკაჭაჭას, ქინძი, სიმინდი, ცერეცო, პრასი, სალათის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, სოიო, ბოლოკი, ეკალა, ისპანახი, მდოგვი, თალგამი, პომიდორი, კიტრი, მზესუმზირა, და მრავალი სხვა...



                                      დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით  სწორი სათესის შერჩევაში!

bottom of page